prioritetuli
gamWoli kompeteciebi
Zogadi ganaTlebis erovnuli miznebisa da sazogadoebrivi moTxovnebis
gaTvaliswinebiT, erovnulisaswavlo gegma gamoyofs cxra prioritetul kompetecias, romelta floba gadamwyvetia
Tanamedrove samyaroSi TviTrealizebisa da saTanado adgilis damkvidrebisaTvis. sagnebis
swavleba, specifikuri kompentenciebis ganviTarebasTan erTad,ხელს
უნდა უწყობდეს ამ პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების განვითარებას მოსწავლეებში.
გამჭოლი კომპეტენციების
დასაუფლებლად აუცილებელია სასწავლო პროცესში საგანთაშორისი კავშირების დამყარება.მასწავლებელმა
ხელი უნდა სეუწყოს მოსწავლეს,რომ მან ერთ რომელიმე საგანში შეძენილი ცოდნა და გამოცდილება
სხვადასხვა შინაარსობრივ კონტექსტსი გადაიტანოს და გამოიყენოს.
გამჭოლი პრიორიტეტული კომპეტენციებია:
წიგნიერება.ტრადიციული
გაგებით სიტყვა „წიგნიერება“ გულისხმობს კითხვის,წერის,მოსმენისა და ლაპარაკის მიზნით
ენის გამოყენების უნარს.დღეს ამ ცნების შინაარსი გაცილებით მეტს მოიცავს; თანამედროვე
გაგებით, წიგნიერება არის ცვალებად კონტექსტში კითხვის ,წერის,ინფორმაციის დამუშავების
იდეებისა და მოსაზრებების გამოთქმის,გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების
უნარი იმ ცოდნის საფუძველზე,რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე იძენს.
მედიაწიგნიერება.საკომუნიკაციო
ტექნოლოგიების განვითარების შედეგად თანამედროვე სამყაროში ტრადიციულ ტექსტებთან ერთად,
მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა მულტიმედიურმა ტექსტებმა -რომლებიც ერთდროულად იყენებს
ენობრივ, ხმოვან და ვიზუალურ საშუალებებს გარდა ამისა, თანამედროვე მსოფლიოში მედია
ყველაზე მძლავრი კულტურული იარაღია ,რომელმაც ადამიანის ცხოვრების ყველა სფერო მოოიცვა.
ამიტომ, აუცილებელია მოსწავლემ შეძლოს, ერთი მხრივ, ამ ახალი სტილისა და მრავალგვარი
ფორმის მულტიმედია ტექსტების აღქმა-გააზრება, ინტერპრეტირება ,გამოყენება და შექმნა
მეორე მხრივ, მედია სამყაროში ორიენტირება, სწორი არჩევანის გაკეთება და მიღებული ინფორმაციის
კრიტიკულად შეფასება. ამ თვალსაზრისით, მედიაწიგნიერება ხელს უწყობს კრიტიკული აზროვნების
განვითარებას.
ციფრული წიგნიერება.იგივეა
რაც კომპიუტერული წიგნიერება.თანამედროვე მსოფლიოში საკომუნიკაციო და ციფრული ტექნოლოგიების
განვითარებამ წიგნიერების ცნება კიდევ უფრო გააფართოვა.იგი ამჟამად მოიცავს ქსელური
ძიების ,ტექსტების ელექტრონული დამუშავებისა და ტექსტური შეტყობინების პროგრამების
გამოყენების უნარსაც,რასაც მთლიანობაში ციფრული წიგნიერება ეწოდება.ინფორმაციული და
საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება ხელს უწყობს შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომების
გამომუშავებას მოსწავლეებში.
რაოდენობრივი
წიგნიერება.-არის იმ უნარ-ჩვევების ერთობლიობა ,რომელთა დაუფლება
მოსწავლეს უადვილებს რიცხვის არსის გააზრებას,რაოდენობის სხვადასხვა ხერხით გამოსახვას,რიცხვებს
შორის მიმართებების გაგებას,რაოდენობათა შედარებას.ეს უნარ-ჩვევვები მოსწავლეს სჭირდება
არა მხოლოდ მათემატიკის ,არამედ სხვა საგნების შესასწავლადაც.
ეკოლოგიური წიგნიერება.-გულისხმობს
ადამიანის ჯანსაღი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას,რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლემ
უნდაგააცნობიეროს პირადი პასუხისმგებლობა გარემოში მიმდინარე როცესების მიმართ,შეძლოს
მონაწილეობა მის დაცვასა და აღდგენაში.
მრავალენობრივი
(პრულინგვური)კომპეტენცია.-ადამიანის შინაგანი უნარი ,დაეუფლოს
და გამოიყენოს ენა/ენები.ნებისმიერ საგანში ცოდნასა და უნარებს მოსწავლე ენობრივი აქტივობების
საშუალებებით იძენს.შესაბამისად,ყველა საგანს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს მოსწავლის
მრავალენობრივი კომპეტენციის განვითარებაში.
სემიოტიკური კომპეტენცია.-არის
ვერბალური და არავერბალური საშუალებით გადმოცემული ინფორმაციის გააზრებისა და ინტერპრეტირების
,საკუთარი ნააზრევისა და განცდილის სხვადასხვა საშუალებით გადმოცემის უნარი.ინფორმაციის
ნიშანთა ერთი სისტემიდან მეორეში გადატანის უნარი.
სწავლი სწავლა.-არის
სწავლის პროცესის დამოუკიდებლად მართვის უნარი.მასწავლებელმა უნდა მიმართოს მოსწავლის
ყურადღება სწავლის პროცესზე,მის მიმდინარეობაზე,დაეხმაროს მოსწავლეს იმ ფაქტორებისა
და პირობების გაცნობიერებაში ,რომლებიც აფერხებს ან ხელს უწყობს სასწავლო პროცესის
მსვლელობას,აღმოაჩინოს ის ხერხები და მიდგომები,რომლებიც აუმჯობესებს სწავლის შედეგებს
და გამოუმუშავოს სწავლის სტრატეგიების დამოუკიდებლად გამოყენების უნარი.
სოციალური და
სამოქალაქო კომპეტენცია.-გულისხმობს სამოქალაქო ცსოვრებაში ინტეგრირებისათვის
აუცილებელი ისეთი უნარებისა და ღირებულებების ცამოყალიბებას,როგორებიცაა :კონსტრუქციული
თანამშრომლობა ,პრობლემების მოგვარება,კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება,გადაწყვეტილების
მირება,შემწყნარებლობა,სხვისი უფლებების პატივისცემა,დემოკრატიული პრინციპების აღიარება.
Комментариев нет:
Отправить комментарий